ფოტო
გაყიდვების მრჩეველი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-02 - 2026-10-02
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე – BYD-ის მსუბუქი, ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით.„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;სამუშაო გრაფიკი : სრული; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება;სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად; MS Office - ის ცოდნა;მართვის მოწმობის - B კატეგორია;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების ცოდნა;მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება, როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობასა და მოქმედ აქციებზე;გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, მომხმარებლისთვის ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში;ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარებლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით;ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი;ავტომობილების მიღებაში მონაწილეობის მიღება (ვიზუალური დათვალიერება, დასაწყობების/პარკირების დაგეგმვა);შესაკვეთი ავტომობილების განსაზღვრა/დაგეგმვა/შერჩევაში მონაწილეობის მიღება;მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში;პიროვნული თვისებები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი;დროის მართვის უნარი;ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;გუნდურად მუშაობის უნარი;გისურვებთ წარმატებას!
სათადარიგო ნაწილების მრჩეველი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-02 - 2026-10-04
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი  აცხადებს ვაკანისას სათადარიგო ნაწილების მრჩეველის პოზიციაზე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;სამუშაო გრაფიკი : სრული, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;ავტომობილის კატალოგებთან მუშაობის  გამოცდილება;ავტომობილის საერთო მოწყობილობის და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;ანალიტიკური აზროვნების უნარი;დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად მართვის უნარი; ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და სატელეფონო ზარების მიღება;კატალოგებში ავტონაწილების მოძიება და იდენტიფიცირება;დაუდგენელი კოდის შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეტალის დაზუსტებისა და იდენტიფიკაციის მიზნით;მომხმარებლისთვის წინასწარი და საბოლოო ინვოისების მომზადება;ჩარიცხვებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტების გადამოწმება;სწრაფი შეკვეთების განთავსება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი;სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია და მიწოდების კოორდინაცია;შეკვეთის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მომხმარებლის ინფორმირება;მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დეტალის შეკვეთის ინიცირება ნაწილების მენეჯერთან;მომხმარებლებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;მწარმოებლების მიერ დადგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების მონიტორინგი;წინასწარი და საბოლოო ინვოისების რეესტრის წარმოება;შეკვეთების რეესტრის წარმოება და მიწოდების სტატუსების მუდმივი განახლება;მომწოდებლების ინვოისებისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;ხელმძღვანელთან რეგჰულარული ანგარიშგება;  გისურვებთ წარმატებას !
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-10 - 2026-10-31
კომპანია „ჯი-თი გრუპი“  აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში:„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  # 216;სტაჟირების ვადა : 6 თვე;ანაზღაურება: 750  ლარი (Gross); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);MS Office-ის ცოდნა;სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ჩართულობა;კორპორატიულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება გუნდთან ერთად;მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადებაში ჩართულობა; შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა ხელმძღვანელთან ერთად;მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების და სარეკლამო მასალების დაგეგმვის/ აღსრულების პროცესში ჩართულობა;ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;გისურვებთ წარმატებებს!
პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მენეჯერი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-18 - 2026-10-18
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  პროდუქტისა და სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე საცხებ-საპოხი მასალების დეპარტამენტში.„ჯი-თი გრუპ“-ი  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  www.gtgroup.ge;  სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N216;სამუშაო განაკვეთი: სრული; ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, სტრატეგიულ და ტექნიკურად კომპეტენტურ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტების პორტფელის განვითარებასა და ეფექტურ მართვას.საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები: უმაღლესი განათლება;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3- წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიაში);საცხებ-საპოხი მასალებისა და ავტო პროდუქტების ტექნიკური ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე;MS Excel-ის ფლობა;ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დასახული გეგმებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;ახალი პროდუქტების ინიცირება, მოძიება, შეფასება და დანერგვა;ავტოპროდუქტების პორტფელის განვითარება, მართვა და ოპტიმიზაცია;ბაზრის კვლევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის განხორციელება;კონკურენტების ფასების მუდმივი მონიტორინგი, შედარება და ანალიზი;ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და განვითარება; გისურვებთ წარმატებას!