სათადარიგო ნაწილების მრჩეველი
03-04-2026 - 30-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი  აცხადებს ვაკანისას სათადარიგო ნაწილების მრჩეველის პოზიციაზე.

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;

სამუშაო გრაფიკი : სრული, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ავტომობილის კატალოგებთან მუშაობის  გამოცდილება;
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
  • MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 

  • მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და სატელეფონო ზარების მიღება;
  • კატალოგებში ავტონაწილების მოძიება და იდენტიფიცირება;
  • დაუდგენელი კოდის შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეტალის დაზუსტებისა და იდენტიფიკაციის მიზნით;
  • მომხმარებლისთვის წინასწარი და საბოლოო ინვოისების მომზადება;
  • ჩარიცხვებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტების გადამოწმება;
  • სწრაფი შეკვეთების განთავსება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია და მიწოდების კოორდინაცია;
  • შეკვეთის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მომხმარებლის ინფორმირება;
  • მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დეტალის შეკვეთის ინიცირება ნაწილების მენეჯერთან;
  • მომხმარებლებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
  • მწარმოებლების მიერ დადგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების მონიტორინგი;
  • წინასწარი და საბოლოო ინვოისების რეესტრის წარმოება;
  • შეკვეთების რეესტრის წარმოება და მიწოდების სტატუსების მუდმივი განახლება;
  • მომწოდებლების ინვოისებისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
  • ხელმძღვანელთან რეგჰულარული ანგარიშგება;

 

 

გისურვებთ წარმატებას !

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!