პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მენეჯერი
18-09-2026 - 18-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  პროდუქტისა და სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე საცხებ-საპოხი მასალების დეპარტამენტში.

„ჯი-თი გრუპ“-ი  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  www.gtgroup.ge; 
 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N216;
სამუშაო განაკვეთი: სრული; 

ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, სტრატეგიულ და ტექნიკურად კომპეტენტურ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტების პორტფელის განვითარებასა და ეფექტურ მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები: 

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3- წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიაში);
  • საცხებ-საპოხი მასალებისა და ავტო პროდუქტების ტექნიკური ცოდნა;
  •  ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე;
  • MS Excel-ის ფლობა;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
     

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დასახული გეგმებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების ინიცირება, მოძიება, შეფასება და დანერგვა;
  • ავტოპროდუქტების პორტფელის განვითარება, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • ბაზრის კვლევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის განხორციელება;
  • კონკურენტების ფასების მუდმივი მონიტორინგი, შედარება და ანალიზი;
  • ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და განვითარება;

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!