კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას - ელექტრიკოსის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი : სრული განაკვეთი, 10:00 სთ-დან -18:00 სთ-მდე;
ძირითადი მოვალეობები და სპეციფიკური მოთხოვნები:
- კომპიუტერული დიაგნოსტიკა და პროგრამირება სპეციალური სკანერული მოწყობილობების საშუალებით;
- ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მუშაობის პრინციპების ცოდნა, განსაკუთრებით ავტომობილის ელექტრონული კომპონენტების (ინვერტორები, DC-DC გადამყვანები, დამტენი მოწყობილობები) გაუმართაობის დიაგნოსტიკისა და აღდგენის უნარი;
- ავტომობილის ელექტრონული სქემების წაკითხვა და ანალიზი;
- ელექტრონული წრედების ტესტირება, დეფექტების იდენტიფიცირება და დაზიანებული წერტილების შეკეთება;
- სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ბლოკების (ECU, BCM, TCM და სხვ.) შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
- ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების ელექტრო სისტემებში (მაღალი და დაბალი ძაბვის) გაუმართაობის დიაგნოსტირება;
- მაღალი ძაბვის ბატარეების, ელექტროძრავებისა და დამტენი მოწყობილობების ტესტირება;
- ავტომობილის სხვადასხვა მოდულის პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და განახლება მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად;
- საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო შემთხვევების მომსახურება, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზის ზუსტი დადგენა;
- უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობისას;
- სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების (სენსორები, რელეები, აქტუატორები და სხვ.) დიაგნოსტიკა და შეცვლა;
- აკუმულატორის დატენვის, ძაბვისა და მდგომარეობის შემოწმება;
- მანქანის შიდა და გარე განათების სისტემის შემოწმება, შეკეთება ან სრული ჩანაცვლება;
- სამუხრუჭე სისტემის ელექტრული კომპონენტების (ABS, ESP) დიაგნოსტიკა და შეკეთება;
- კონდიცირების სისტემის (A/C) ელექტრონული და მექანიკური შემოწმება, აგრეთვე სისტემის აირისა და ზეთის ამოტუმბვა/ჩატუმბვა სპეციალური აპარატურით;
- PDI (Pre-Delivery Inspection) — ავტომობილის შემოწმება გადაცემამდე, სრულყოფილი ფუნქციონოირების უზრუნველყოფად;
- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- საავტომობილო სფეროში - მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ავტოელექტრიკოსად, სასურველია ელექტრომობილებთან ან ჰიბრიდებთან მუშაობის გამოცდილება ;
- სატრანსპორტო საშუალების ელექტრონული სისტემების ცოდნა;
- ელექტრული წრედების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონეზე;
დაინტერესებულ კანდიდატებს , გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 599885824 ან გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები.
გისურვებთ წარმატებებს!