საგარანტიო მენეჯერი
23-07-2026 - 23-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  - საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

 „ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;

სამუშაო განაკვეთი:  სრული, 10:00 სთ - 18:00 სთ-მდე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება-სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • მომწოდებლის საგარანტიო სტანდარტების ცოდნა;
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
  • პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდული ავტომობილების საგარანტიო ხელწერილის, საგარანტიო რეგლამენტისა და მწარმოებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომხმარებლისთვის გადაცემა, ასევე ხელმოწერილი დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეესტრის წარმოება;
  • სერვისისა და მწარმოებლის პროგრამებში გაყიდული ავტომობილების საგარანტიო მონაცემების, დეტალებისა და საგარანტიო ვადების სრულყოფილად ასახვა და პერიოდული განახლება;
  • სამუშაო ბარათის მიხედვით საგარანტიო მოთხოვნის მომზადება და მწარმოებელთან გაგზავნა;
  • საგარანტიო ოთახში არსებული დეტალების აღრიცხვა, მარკირება, სორტირება და კონტროლი;
  • მწარმოებლის მიერ განსაზღვრული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ საგარანტიო დეტალების უტილიზაციის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • მწარმოებლის მიერ ანაზღაურებული საგარანტიო მოთხოვნების საფუძველზე ინვოისების მომზადება, წარდგენა და ანაზღაურების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
  • სერვის აქციების კონტროლი, ინფორმაციის გაზიარება ყველა შესაბამის პირთან. საჭირო დეტალების შეკვეთა ნაწილების მიმართულებასთან ერთად;
  • ანაზღაურებული და უარყოფილი საგარანტიო მოთხოვნების შესახებ ყოველკვირეული რეპორტის მომზადება, ანალიზი და შესაბამისი პირებისთვის გაზიარება;
  • საგარანტიო შემთხვევასთან დაკავშირებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი;
  • სერვისის აქციების შესასრულებლად ნაწილების მარაგების განსაზღვრა, შესაბამისი VIN ნომრების იდენტიფიცირება და მომხმარებლების ინფორმირების პროცესში ჩართულობა;
  • მწარმოებელი კომპანიის სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საჭიროებიდან შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებულ სერვის აქციების სისტემატიურად შემოწმება და სერვისის თანამშრომლებთან ერთად მათი შესრულების დაგეგმვა;

პიროვნული უნარები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!