მითერი
24-07-2026 - 24-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  მითერის პოზიციაზე

 „ჯი-თი გრუპი“  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი  # 216;

სამუშაო დრო:  ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00; 

შაბათი - 10:00-15:00; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიტერული პროგრამების ცოდნა: MS Office ცოდნა; 

 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, კომფორტული გარემოს შექმნა;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან გადამისამართება;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შემომავალი ზარების მიღება და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • შოურუმის ვიზუალური მდგომარეობისა და ავტომობილების ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • შოურუმში შემოსული მომხმარებლებისთვის ყავის, ჩაისა და გამაგრილებელი სასმელების შეთავაზება და მომსახურება;
  • სოციალური მედიის არხებით მიღებულ მომხმარებელთა შეტყობინებებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკუკავშირის დროული მიღება, შესაბამისი რეაგირება და პრობლემების ეფექტური მართვა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

გისურვებთ წარმატებას !

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!