კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მძღოლის პოზიციაზე.
"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან პროფესიული განათლება ;
- ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მდგომარეობის ცოდნა;
- სატრანსპორტო საშუალების მართვის და მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობის B,C,D,T კატეგორია;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ავტომობილის გამართულობის მონიტორინგი და კონტროლი;
- ავტომობილების პერიოდული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი;
- სერვისში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტესტზე გაყვანა შეკეთებამდე და/ან შეკეთების შემდეგ;
- ავტომობილის ტრანსპორტირებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციის გადაცემა შესაბამის პირებზე;
- სერვისში არსებული შესაკეთებელი ან/და შეკეთებული სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების მიზნით მათი მართვა და ტესტ-დრაივის განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილ მომსახურებაზე ტექნიკოსების უსაფრთხო და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;