სათადარიგო ნაწილების მენეჯერი
23-07-2026 - 23-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების მენეჯერის პოზიციაზე.

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი  N 216;

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მინიმალური დადგენილი მარაგების კონტროლი და შესაბამისი შეკვეთის მომზადება;
  • საქონლის ბრუნვის ანალიზი (A,B,C,D ანალიზი) თვის კვარტლის, წლის ჭრილში და დადგენილი პერიოდულობით შეკვეთების მომზადება;
  • არალიკვიდური მარაგების ანალიზი, რეალიზაციის გეგმის შემუშავება და შესრულების კონტროლი;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და პარტიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგული აქტივობების ჩამოყალიბებაში ჩართულობა, გაყიდვების ზრდის და არალიკვიდური მარაგების რეალიზაციის მიზნით;
  • მწარმოებლების მიერ დადგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების მონიტორინგი;
  • სატენდერო წინადადებების მომზადება და მოგებული ტენდერების შესრულების კონტროლი;
  • მომხმარებლების წინასწარი და საბოლოო ინვოისების რეესტრის წარმოება;
  • შეკვეთების რეესტრის წარმოება და დეტალების მოწოდების სტატუსების მუდმივი განახლება;
  • მომწოდებლების ინვოისების და ტრანსპორტირების დოკუმენტების რეესტრის წარმოება;

 

კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები:

  • უმაღლესი განათლება-სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ავტომობილის კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის საფუძვლიანად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაგეგმვის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!