კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას - მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე:
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.gtgroup.ge
სათაო ოფისი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
- სალაროს შემოსავალ-გასავლის ოპერაციის წარმოება/კონტროლი;
- დისტრიბუციის სალაროს წარმოება - მყიდველის მიერ მოთხოვნილი ინვოისის დაფარვა;
- დისტრიბუციისთვის ან ნაწილების საქონლის მიწოდების, გადატანის, მყიდველისგან დაბრუნების ოპერაციების შესრულება და დებიტორების კონტროლი;
- თვის დოკუმენტაციის შემოწმება და აკინძვა დისტრიბუციის მიმართულებით;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების შევსება/პროგრამული ასახვა.
- დისტრიბუციის ზედნადებების RS.GE-ზე ატვირთვა;
- საცხებ-საპოხი მასალების ბუღალტრული აღრიცხვა და პროგრამაში პერიოდული შედარებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Outlook, Excel; Word, PowerPoint);
- სასურველია Oris Manager-ში მუშაობის გამოცდილება;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- უკუკავშირისადმი ღიაობა.