სერვისის მრჩეველი
02-09-2026 - 02-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე, გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში , ბათუმში.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gtgroup.ge 

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N 19

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
  • პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
  • სასურველია სათადარიგო ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
  • MS Office - ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ჩაწერის სისტემის კონტროლი, მოხმარებელთან დროის შეთანხმება და ვიზიტის სიზუსტის დადგენა;
  • სერვისის აქციებზე ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლებთან და მათი შესრულების კონტროლი;
  • რეგისტრირებული ავტომობილების მონაცემების სიზუსტის კონტროლი;                       
  • გაგზავნილი დეფექტური აქტების სიზუტის კონტროლი;
  • მიღება ჩაბარების აქტების და ორისში მიწოდების სიზუსტის კონტროლი;                       
  • დებიტორების გადამოწმება;
  • ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ლიმიტის და დარჩენილი თანხის გადამოწმება;
  • ხარჯთაღრიცხვის ფორმის სიზუსტის და ბუღალტერიასთან მათი დროული გაგზავნის კონტროლი;
  • შევსებული დავალებების და სურათების ატვირთვის სიზუსტის კონტროლი;                                     
  • მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანხების კონტროლი.                                                                                 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!