საწყობის მენეჯერი - ბათუმი
02-09-2026 - 01-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  -  საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში

 „ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან - საბა ორბელიანის ქ. N19

სამუშაო განაკვეთი:  სრული ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ;
  • საწყობში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office - ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღება, დახარისხება და განთავსება შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
  • მიღებული და გაცემული ნაწილების, ზეთებისა და მასალების მუდმივი მონიტორინგი;
  • სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/მონიტორინგი;
  • სასაწყობე მარაგების მართვა და მასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება/რეპორტინგი;
  • სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენება შესაბამისი ნორმების დაცვით;
  • საწყობში არსებული პროდუქციის მართვა/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის მართვა შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
  • საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ოპტიმალურად განაწილება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!