კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს სტაჟირებას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სტაჟირების პერიოდში შეისწავლით შემდეგ პროცესებს:
- ვიზიტების დაგეგმვა/ჩაწერა, მომხმარებლის საჭიროებების გარკვევა და მომსახურების პირობების (ფასები, ვადები) გაცნობა;
- მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის გადაცემა ტექნიკურ გუნდსა და სათადარიგო ნაწილების მენეჯერებისთვის;
- ავტომობილის პირველადი ვიზუალური დათვალიერება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
- სერვისის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება, ტექნიკოსებთან აქტიური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივში მონაწილეობა;
- სერვისის პროგრამაში მონაცემებისა და ფოტოების სიზუსტის კონტროლი, ასევე ყველა დოკუმენტის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- დასრულებული სამუშაოებისა და ხარჯების დეტალური განმარტება მომხმარებლისთვის;
- არასტანდარტულ შემთხვევებსა თუ საგარანტიო საკითხებზე შესაბამის მენეჯერებთან და ხელმძღვანელთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ავტომობილის საერთო აგებულების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;