ელექტრიკოსი
17-03-2026 - 31-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას - ელექტრიკოსის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპი“  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;

სამუშაო განაკვეთი : სრული განაკვეთი, 10:00 სთ-დან -18:00 სთ-მდე; 

ძირითადი მოვალეობები და სპეციფიკური მოთხოვნები:

  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა და პროგრამირება სპეციალური სკანერული მოწყობილობების საშუალებით;
  • ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მუშაობის პრინციპების ცოდნა, განსაკუთრებით ავტომობილის ელექტრონული კომპონენტების (ინვერტორები, DC-DC გადამყვანები, დამტენი მოწყობილობები) გაუმართაობის დიაგნოსტიკისა და აღდგენის უნარი;
  • ავტომობილის ელექტრონული სქემების წაკითხვა და ანალიზი;
  • ელექტრონული წრედების ტესტირება, დეფექტების იდენტიფიცირება და დაზიანებული წერტილების შეკეთება;
  • სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ბლოკების (ECU, BCM, TCM და სხვ.) შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
  • ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების ელექტრო სისტემებში (მაღალი და დაბალი ძაბვის) გაუმართაობის დიაგნოსტირება;
  • მაღალი ძაბვის ბატარეების, ელექტროძრავებისა და დამტენი მოწყობილობების ტესტირება;
  • ავტომობილის სხვადასხვა მოდულის პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და განახლება მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად;
  • საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო შემთხვევების მომსახურება, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზის ზუსტი დადგენა;
  • უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობისას;
  • სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების (სენსორები, რელეები, აქტუატორები და სხვ.) დიაგნოსტიკა და შეცვლა;
  • აკუმულატორის დატენვის, ძაბვისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • მანქანის შიდა და გარე განათების სისტემის შემოწმება, შეკეთება ან სრული ჩანაცვლება;
  • სამუხრუჭე სისტემის ელექტრული კომპონენტების (ABS, ESP) დიაგნოსტიკა და შეკეთება;
  • კონდიცირების სისტემის (A/C) ელექტრონული და მექანიკური შემოწმება, აგრეთვე სისტემის აირისა და ზეთის ამოტუმბვა/ჩატუმბვა სპეციალური აპარატურით;
  • PDI (Pre-Delivery Inspection) — ავტომობილის შემოწმება გადაცემამდე, სრულყოფილი ფუნქციონოირების უზრუნველყოფად;
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • საავტომობილო სფეროში - მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ავტოელექტრიკოსად, სასურველია ელექტრომობილებთან ან ჰიბრიდებთან მუშაობის გამოცდილება ;
  • სატრანსპორტო საშუალების ელექტრონული სისტემების ცოდნა;
  • ელექტრული წრედების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1 დონეზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს , გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 599885824 ან გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები. 

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!