კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე:
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.gtgroup.ge
სათაო ოფისი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მთლიან ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი მეთვალყურეობა;
- დასუფთავების ხარისხის რეგულარული შემოწმება, ხარვეზების გამოვლენა და თანამშრომლებისთვის უკუკავშირების დაბრუნება;
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
- საჭიროებისამებრ, დასუფთავების პროცესში უშუალო ჩართულობა;
- საჭიროებისამებრ, გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- გუნდის ეფექტურად მართვისა და დავალებების გადანაწილების უნარი.
- გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გისურვებთ წარმატებებს!