კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში, საცხებ-საპოხი მასალების დეპარტამენტში ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფილიალში მიმდინარე პროცესების სრული კონტროლი და გამართული, შეუფერხებელი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური მართვა, სამუშაო დაგეგმვისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სტრატეგიების შემუშავება, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, უკუკავშირის ანალიზი და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
- მარაგების სისტემატური აღრიცხვა, სალაროსა და ნაშთების კონტროლი;
- ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა, პროდუქციის დეტალური გაცნობა და ტრენინგების ჩატარება;
- გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგებების მომზადება და გაყიდვების ზრდის ეფექტური მექანიზმების დანერგვა;
- სერვისის სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა და დანერგვა ფილიალში;
- პრისელერების, მძღოლ-დისტრიბუტორების და მძღოლ-მიმწოდებლების უშუალო კონტროლი და დახმარების გაწევა;
- შეკვეთების მიწოდების ეფექტური დაგეგმვა-ლოჯისტიკა, მივლინების ორგანიზება;
- კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საცხებ-საპოხი მასალების პროდუქციის, საავტომობილო ინდუსტრიის ზოგადი პროცესებისა და სტანდარტების ცოდნა.
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვის და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
გისურვებთ წარმატებას!