დაშლა-აწყობის სპეციალისტი
10-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას დაშლა-აწყობის სპეციალისტის პოზიციაზე - ავტობუსების სერვისში. 

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol  და სხვა.

სამუშაო ადგილი : თბილისი,  ჟორესის ქუჩა N 7;

სამუშაო განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილის დაზიანებული დეტალის სრულყოფილად შესწავლა, ხელმძღვანელისთვის გაზიარება: ავტომობილის მდგომარეობის, შესასრულებელი სამუშაოების, საჭირო მასალებისა და სამუშაო ვადების შესახებ;
  • მიღებული ავტომობილის სამუშაოების დაგეგმვა, ინსტრუმენტების მომზადება, საწყობიდან აუცილებელი მასალების გამოტანა, საწყობიდან გამოტანილი ნაწილების დათვალიერება, ინვოისთან შედარება, ცდომილების/ხარვეზების ან დეფექტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხელმძღვანელობისთვის შეტყობინება;
  • ავტომობილის დაშლა-აწყობის პროცესზე სრული პასუხისმგებლობა, ვადების კონტროლი, ხარვეზების შემთხვევაში დაუყოვნებლივ  შეტყობინება შესაბამისი პირისთვის;
  • სამუშაოს დასრულება განსაზღვრულ ვადებში, დასრულების შეტყობინება შესაბამისი პირისთვის და გადაცემის უზრუნველყოფა;
  • ჩატარებული მომსახურების ხარისხის შემოწმება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • მოხსნილ მეორად ან დაზიანებულ დეტალებზე შესაბამისი ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მიწერა (უშუალოდ დეტალზე), დაზიანებული დეტალებისთვის განსაზღვრულ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ინსტრუმენტების გაწმენდა-მოწესრიგება, დათვალიერება, ხარვეზების, დეფექტების დაფიქსირება და აღმოფხვრა;
  • მუშაობის პროცესში ინსტრუმენტის დანიშნულებისამებრ (ინსტრუქციის მიხედვით) გამოყენება, დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;
  • პლასტმასის, მინაბოჭკოვანი და ეპოქსიდური მასალების შეკეთების, შემუღების, შეწეპებისა და დადუღების ტექნოლოგიური პრინციპების დაცვა;
  • ტექნიკური მომსახურების გაწევა არსებული სტანდარტების შესაბამისად და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ტრანსპორტის მდგომარეობის შეფასების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599885824

გისურვებთ წარმატებას !  

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!