კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას - დამლაგებლის პოზიციაზე ქუთაისში:
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge
ოფისი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (ორშაბათი - შაბათი/კვირაში 12 საათი).
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური დალაგება: საერთო სივრცეების, საოფისე ოთახებისა და ინვენტარის დასუფთავება-მოწესრიგება;
- ზედაპირები: იატაკის, ავეჯის, ტექნიკისა დასუფთავება ჰიგიენის ნორმების დაცვით;
- ნაგვის გატანა: ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდეთ: 599 88 58 24