საგარანტიო მენეჯერი
17-03-2026 - 30-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  - საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

 „ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;

სამუშაო განაკვეთი:  სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება-სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • მომწოდებლის საგარანტიო სტანდარტების ცოდნა;
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
  • პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; სურული ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდული ავტომობილების საგარანტიო ხელწერილის და რეგლამენტის, ასევე მწარმოებლის მიერ საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და ხელმოწერილი დოკუმენტაციის რეესტრი;
  • სერვისის და მწარმოებლის პროგრამაში გაყიდული ავტომობილის გარანტიის დეტალების/თარიღების სრულყოფილად ასახვა.
  • სამუშაო ბარათის მიხედვით საგარანტიო მოთხოვნის გაგზავნა, დამტკიცებისა და გამართულობის;
  • სამუშაო ბარათის დასრულება მწარმოებლის მიერ ანაზღაურებული თანხების მიხედვით, მწარმოებლის მიერ მინიჭებული ქლეიმის ნომრის მითითებით და ტექნიკოსისთვის ასანაზღაურებელი დროის მითითებით;
  • ბარათის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
  • საგარანტიო ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, მოკვლევის პროცესში პირდაპირი ჩართულობა და საგარანტიო შემთხვევის დადგენა;
  • საგარანტიოს შემთხვევაში გამომწვევი მიზეზის ძიება და არასაგარანტიოს შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართულობა, ახსნა თუ რამ გამოწვია დაზიანება;
  • მწარმოებლის მიერ ანაზღაურებული გარანტიების მიხედვით ინვოისის მომზადება და თანხის ანაზღაურების კონტროლი;
  • საგარანტიო ოთახში არსებული დეტალების აღრიცხა, მარკირება და სორტირება;
  • საგარანტიო ოთახში არსებული დეტალების უტილიზაცია მწარომებლის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ;
  • სერვის აქციების კონტროლი, ინფორმაციის გაზიარება ყველა შესაბამის პირთან. საჭირო დეტალების შეკვეთა ნაწილების მიმართულებასთან ერთად;
  • ანაზღაურებული და უარყოფილი საგარანტიო მოთხოვნების ყოველკვირეული რეპორტი;
  • საგარანტიო შემთხვევასთან დამოკიდებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი;
  • სერვისის აქციების შესასრულებლად ნაწილების მარაგების განსაზღვრა, დაკავშირებული ვინ ნომრების იდენტიფიცირება და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ჩართულობა.
  • მწარმოებელი კომპანიის სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან უშუალო კონტაქტი, საჭიროებიდან შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებულ სერვის აქციების სისტემატიურად შემოწმება და სერვისის თანამშრომლებთან ერთად მათი შესრულების დაგეგმვა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!