კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას - გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge
სათაო ოფისი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო გაკაკვეთი: სრული, დისტანციური, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოლდინგში შემავალი ბრენდებისთვის ციფრული პლატფორმებზე მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალური ელემენტების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი;
- კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა ფორმატში, პლატფორმისა და დანიშნულების შესაბამისად;
- საიდენტიფიკაციო მასალების (სავიზიტო ბარათები, შეფუთვები, ბლანკები, ფლაერები, კატალოგები, ბანერები და სხვ.) დიზაინის შემუშავება;
- ბრენდების მიერ მოწოდებული გაიდლაინებისა და მათი იდენტობის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- პროგრამებში: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- გუნდურობა;
- კრეატიულობა;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე/შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- უკუკავშირისადმი ღიაობა და ცვლილებებისამდი მუდმივი მზაობა;
- პროაქტიული მიდგომა ვიზუალური თხრობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge .
გისურვებთ წარმატებებს!