კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას - კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge
სათაო ოფისი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო გაკაკვეთი: სრული, ჰიბრიდული, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოლდინგში შემავალი ბრენდებისთვის მოკლე ფოტო და ვიდეო (Reels/TikTok/Shorts) კონტენტის შექმნა;
- ვიდეოს გადაღება, მონტაჟი და ოპტიმიზაცია;
- ლოკალური კონტენტის იდეებზე მუშაობა (სცენარი, სთორი, ვიზუალური გადაწყვეტა);
- ბრენდის იდენტობისა და მისი გადაწყვეტების შემოქმედებითი ფორმით წარმოჩენა;
- თვის ჭრილში კონტენტ კალენდრების შექმნა და აღსრულება ჰოლდინგში შემავალი ბრენდისთვის;
- გლობალური კონტენტის ანალიზი და ლოკალიზაცია/ადაპტაცია ქართული ბაზრისთვის;
- ბრენდების შორის კონტენტის სინქრონიზაცია;
- ცალკეული კონტენტის ეფექტურობის ანალიზი და მონიტორინგი;
- ბრენდის შესაბამისი საკომუნიკაციო ტონალობისა და სტილის შენარჩუნება;
- ინდუსტრიის ფარგლებში არსებული ტენდენციების მონიტორინგი და ბრენდების პოზიციონირების შესანარჩუნებლად ახალი მიმართულებების ინიცირება;
- გუნდთან ერთად კონტენტის ფორმატის გაანალიზება და შედეგების მიხედვით განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მსგავსს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება /ინტერესი;
- სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
- მოკლე ვიდეოფორმატის კონტენტის სპეციფიკის ცოდნა;
- ფოტოსა და ვიდეოს გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება (როგორც მობილურით, ისე კამერით);
- კრეტიული აზროვნება და სთორითელინგის განვითარებული უნარი;
- დეტალებზე/შედეგებზე ორიენტირებულობა;
- უკუკავშირისადმი ღიაობა და ცვლილებებისამდი მუდმივი მზაობა;
- პროაქტიული მიდგომა კონტენტის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge .
გისურვებთ წარმატებებს!