გარემოს დაცვის მენეჯერი
28-04-2026 - 31-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე.

„ჯი-თი გრუპ“-ი  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა."

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  www.gtgroup.ge;  

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - გარემოსდაცვითი მეცნიერება, ეკოლოგია ან მონათესავე მიმართულებით;
  • რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ISO 14001 - სტანდარდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
  • Microsoft Office-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების მონიტორინგი და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;
  • კომპანიის გარემოს დაცვის პოლიტიკის დანერგვა და ყოველწლიური განახლება;
  • სახიფათო ნარჩენების მართვის წლიური გეგმის განახლება და განხორციელების კონტროლი;
  • სხვა სავალდებულო გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი პერიოდულობით;
  • შესაბამისი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების მომზადება და ატვირთვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულ პლატფორმაზე;
  • სახიფათო ნარჩენების სეპარაციის პროცესის კონტროლი და მათი დროული გატანის ზედამხედველობა;
  • ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
  • მაცივარაგენტების აღრიცხვა და მართვა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • ISO 14001 სტანდარტის სერტიფიკაციის პროცესის მხარდაჭერა, შიდა და გარე აუდიტებში მონაწილეობა;

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!