სერვისის მრჩეველი - BYD ბრენდის მიმართულებით
17-03-2026 - 30-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას  სერვისის მრჩეველის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;

სამუშაო განაკვეთი:  სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ავტომობილის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა ჩაწერის სისტემის კონტროლი, ვიზიტის დროის დადგენა და დროულად მიღების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
  • მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და მიღებული ინფორმაციის ტექნიკური გუნდისა და  ნაწილების მენეჯერებისთვის გადაცემა;
  • ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება;
  • სარემონტო სამუშაოების შეთანხმება მომხმარებელთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შეთავაზება;
  • სერვისის გუნდის სრულყოფილად ინფორმირება ავტომობილის შესახებ;
  • სერვისის სამუშაოების მეთვალყურეობა და აქტიური კომუნიკაცია ტექნიკოსების გუნდთან;
  • საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების მენეჯერთან;
  • არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • ავტომობილის ტესტ-დრაივის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსთან კონსულტაცია;
  • ნაწილების მოძიება შესაბამის კატალოგებში; 
  • სერვისისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტების განსაზღვრა და ნაწილების განყოფილებასთან შესაბამისი რეპორტის წარმოება;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფასების შესახებ,  ხარჯთაღრიცხვის მომზადება; 
  • მომხმარებლის ინფორმირება სამუშაო ვადებზე, პერიოდული კომუნიკაცია პროგრესის შესახებ;
  • განსაზღვრული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ტიპის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის დროული ინფორმირება და დამატებითი მომსახურებების ან სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
  • მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
  • მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, მისი მოთხოვნისამებრ სერვისის ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით);
  • დასრულებული ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება;
  • სერვისის აქციებზე ინფორმაციის გაზიარება მომხმარებლებთან და მათი შესრულების კონტროლი;
  • რეგისტრირებული ავტომობილების მონაცემების, დეფექტური აქტების სიზუსტის, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მონიტორინგი;
  • სერვისის პროგრამაში შევსებული დავალებების და სურათების ატვირთვის სიზუსტის კონტროლი;
  • მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვვით თანხების კონტროლი; 
  • განმეორებითი შეკეთების შედეგების ანალიზის მიმოხილვა და ხელმძღვანელთან გაზიარება;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!