ტექნიკოსი - მთავარი ელექტრიკოსი
20-03-2026 - 31-05-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ჯი თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის - მთავარი ელექტრიკოსის პოზიციაზე - ავტობუსების სერვისში. 

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol  და სხვა.

 

სამუშაო ადგილი : თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქ. N 36

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00 სთ-დან 18:00 სთ - მდე;

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 3000 ლარი - ხელზე ასაღები, ბონუსი - გამომუშავებული საათების პროპორციულად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან პროფესიული განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • საავტომობილო სფეროში - ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ჰაერის სისტემის და გათბობა-კონდენციონერის სისტემის ელექტრული ცოდნა;
  • კვების და საწვავის სისტემის ელექტრული ცოდნა;
  • ABS,EBS,SCR -ის, უსაფრთხოების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სრულყოფილი ცოდნა;

 ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა, შეცდომების მიხედვით სწორი დიაგნოზის დასმა, ელექტრო სქემის  და დიაგრამების წაკითხვა, შეცდომის კოდების გაშიფვრა;
  • ელექტრო გაყვანილობის აღდგენა, შეცვლა;
  • ელექტრო კომპონენტების მულტიმეტრით შემოწმება, გარე და შიდა განათებების შემოწმება-შეცვლა,  ღილაკების შეცვლა, ფუნქციონალური ბერკეტების შეცვლა;
  • მართვის პანელის შეცვლა, ელქტრო დამცველების და რელეების შემოწმება, აკუმულატორების შემოწმება-შეცვლა, გენერატორის და ამძრავი(სტარტერი) შემოწმება-შეცვლა;
  • პრობლემურ შემთხვევებში ჩართულობა და ზუსტი დიაგნოზის დასმა, პროცესორების და ბლოკების პროგრამირება-კალიბრაცია;
  • დიაგნოზის დადგენის პროცესში მექანიკოსთან ერთად ჩართულობა;

 

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599885824

გისურვებთ წარმატებას !  

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!