კომპანია „ჯი-თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონტროლერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში - მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართლებით;
- სერვისის პროცესების ცოდნა და გამოცდილება;
- პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო სფეროს ცოდნა;
- სასურველია სათადარიგო ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
- MS Office - ის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისი ეფექტურობის კონტროლი - დროის მიხედვით ნამუშევარი დროების შეფარდება ფაქტიურ დროსთან;
- დახურული ბარათების სისწორის გამართულობის მონიტორინგი;
- მწარმოებელი კომპანიების სერვისის და გარანტიის დეპარტამენტებთან უშუალო კომუნიკაცია, საჭიროებიდან გამომდინარე შეხვედრების ორგანიზება;
- თიქეთინგი, კატალოგებთან მუშაობა, მწარმოებლის ელ. პორტალებზე ან/და ელ ფოსტის მეშვეობით ტექნიკური დახმარების მოთხოვნა, ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება, თარგმნა, რეკომენტაციების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
- პრიორიტეტულ მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვა;
- რთულ დეფექტაციებში ჩართულობა;
- მწარმოებლებთან კომუნიკაცია დაზიანების დასადგენად;
- სერვისში საჭირო მასალების (ქაღალდების, სარეცხი საშუალებების, ხელთათმანების და ა.შ.) მარაგების კონტროლი;
- სერვისში შემოსული ავტომობილის მისაღებად სივრცის მონიტორინგი;
- გუნდისთვის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება;
- სამუშაო დავალების დროის დაწყების, შეჩერების და დასრულების მონიტორინგი;
- PDI-ს შესრულებაზე და ხარისხზე მონიტორინგი;
- სამუშაო დავალების აღწერილობის სისწორის მონიტორინგი;
- შეკეთებისთვის საჭირო ნაწილების და მომსახურების ჩამონათვლის გადაცემა სერვისის მიმღებისთვის;
- დაზიანების და შეკეთების ამსახველი სურათების, კომპიუტერული ამონარიდების, ვიდეოების და სხვა საჭირო მასალის შექმნა და მიწოდება მიმღებისთვის, ბარათის ნომრის დაფიქსირებით;
- სერვისის საწყობის კონტროლი - გატანილი დეტალების, საცხებ-საპოხი მასალების აღრიცხვა და კონტროლი;
- საგარანტიოდ შეცვლილი დეტალების მარკირება და საგარანტიო ოთახში განთავსება;
- შეკეთებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება და ტექნიკოსისთვის გაზიარება;
- გაჩერებული ავტომობილების სიის კონტროლი და რეპორტი სერვისის ხელმძღვანელთან;
- ანგარიშგება (რეპორტინგი) ხელმძღვანელობასთან;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდის მართვის უნარი;
- დროს სწორად მართვის უნარი;
გისურვებთ წარმატებებს!